წესები და პირობები
წესები და პირობები
წინამდებარე დოკუმენტი არის Virtualstory.ge -ს ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები.
წინამდებარე დოკუმენტი არის ორმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულება, რომელიც ფორმდება მომხმარებელსა და შპს „ვირტუალ სთორი“ შორის. შპს „ვირტუალ სთორი“ (ს/ნ. 405551656) რეგისტრირებული მისამართი - საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, გურამ ფანჯიკიძის ქ., №5ა, ბ. №27.
შპს „ვირტუალ სთორი“ წინამდებარე სარგებლობის წესებსა და პირობებში, კონფიდენციალურობის პოლიტიკაში და ყველა სხვა სახელმძღვანელოსა და ინსტრუქციაში შემდგომში მოხსენიებული იქნება როგორც „Virtualstory.ge“ .
„Virtualstory.ge“-ს ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები, მასში შეტანილ ცვლილებებთან და „Virtualstory.ge“-ს სხვა რეგულაციებთან ერთად წარმოადგენენ ერთიან დოკუმენტს და განხილულ უნდა იქნეს როგორც მომხმარებელთან გაფორმებული ერთიანი ხელშეკრულება.
ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ეთანხმება და აღიარებს წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას, დაბრუნებისა და გაცვლის წესებს, ასევე აცხადებს თანხმობას, გავრცელდეს მასზე მათი სამართლებრივი ძალა.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება „Virtualstory.ge“-ს სამართლებრივი დოკუმენტების შინაარსს, შეუძლია არ გამოიყენოს ვებგვერდი და საჭიროების შემთხვევაში მიმართოს „Virtualstory.ge“-ს რეკომენდაციის დაფიქსირების მიზნით.
დამატებითი კითხვების, პრეტენზიის, თხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია „Virtualstory.ge“ -ს დაუკავშირდეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. „Virtualstory.ge“-ს გუნდი მზად არის მომხმარებელს კითხვებზე გასცეს დეტალური პასუხი.
ვებგვერდზე www.virtualstory.ge-ზე ვიზიტის დროს ვალდებული ხართ გაეცნოთ ჩვენს პოლიტიკას. შესაძლებელია წინამდებარე პოლიტიკაში განხორციელდეს ცვლილებები და დამატებები, შესაბამისად „Virtualstory.ge“ მოგიწოდებთ, რომ პერიოდულად გადაამოწმოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
მომხმარებელი, რომელიც „Virtualstory.ge“ -ს საკუთარი სურვილით მიაწოდებს პერსონალური ხასიათის ინფორმაციას, ის ავტომატურად ანიჭებს უფლებამოსილებას „Virtualstory.ge“ -ს გამოიყენოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შენახვისა და დამუშავების მიზნით.
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს „Virtualstory.ge“-ის მომხმარებელთა პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების წესს, მიზნებს, გამოყენებისა და შენახვის პირობებს. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, „Virtualstory.ge“-ის მიზანია მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვა.
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს „Virtualstory.ge“-ის ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს, რომელიც არის ორმხრივი მავალდებულებელი დოკუმენტი.
-
ტერმინთა განმარტება
პერსონალური მონაცემი (შემდგომ − მონაცემი) − ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური
დამუშავებისათვის პასუხისმგებელი პირი - აღნიშნავს შპს „ვირტუალ სთორი“ რომელიც ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, უშუალოდ ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას;
დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი - აღნიშნავს იურიდიული პირს ან საჯარო დაწესებულებას, რომელიც მონაცემებს ამუშავებს ჩვენთვის ან ჩვენი სახელით;
მონაცემთა სუბიექტი - აღნიშნავს ფიზიკურ პირს, (იგულისხმება მომხმარებელი, თანამშრომელი, კონტრაქტორი), რომელიც სარგებლობს, განიზრახა ან ინტერესი გამოხატა, რომ ესარგებლა ჩვენი პროდუქტით ან მომსახურებებით, ასევე წარმომადგენლებს ან მესამე პირებს, რომლებიც დაკავშირებულია თქვენთან და რომელთა შესახებაც თქვენ შეგვატყობინეთ ან სათანადოდ მიგვითითეთ;
მონაცემთა დამუშავება - მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, მათი ფოტოგადაღება, ვიდეომონიტორინგი ან/და აუდიომონიტორინგი, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, აგრეთვე მონაცემთა გამჟღავნება მათი გადაცემით, გასაჯაროებით, გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით.
მონაცემთა ავტომატური საშუალებებით დამუშავება − მონაცემთა დამუშავება ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით.
მონაცემთა არაავტომატური საშუალებებით დამუშავება − მონაცემთა დამუშავება ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე,
მონაცემთა ნახევრად ავტომატური საშუალებებით დამუშავება − მონაცემთა დამუშავება ავტომატური საშუალებებისა და არაავტომატური საშუალებების ერთობლივი გამოყენებით.
მონაცემთა სუბიექტის თანხმობა − მონაცემთა სუბიექტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე აქტიური მოქმედებით, წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად) ან ზეპირად, თავისუფლად და მკაფიოდ გამოხატული ნება.
პირდაპირი მარკეტინგი − ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით.
ვიდეომონიტორინგი − საჯარო ან კერძო სივრცეში განთავსებული/დამონტაჟებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ვიზუალური გამოსახულების მონაცემთა დამუშავება, კერძოდ, ვიდეოკონტროლი ან/და ვიდეოჩაწერა (გარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებისა).
აუდიომონიტორინგი − საჯარო ან კერძო სივრცეში განთავსებული/დამონტაჟებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ხმოვანი სიგნალის მონაცემთა დამუშავება, კერძოდ, აუდიოკონტროლი ან/ და აუდიოჩაწერა (გარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებისა).
2 მონაცემთა დამუშავების პრინციპები:
ა) მონაცემები უნდა დამუშავდეს კანონიერად, სამართლიანად, მონაცემთა სუბიექტისთვის გამჭვირვალედ და მისი ღირსების შეულახავად;
ბ) მონაცემები უნდა შეგროვდეს/მოპოვებული უნდა იქნეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული და ლეგიტიმური მიზნებისთვის. დაუშვებელია მონაცემთა შემდგომი დამუშავება სხვა, მონაცემთა დამუშავების თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით;
გ) მონაცემები უნდა დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. მონაცემები იმ მიზნის თანაზომიერი უნდა იყოს, რომლის მისაღწევადაც ისინი მუშავდება; დ) მონაცემები უნდა იყოს ნამდვილი, ზუსტი და, საჭიროების შემთხვევაში, განახლებული. მონაცემთა დამუშავების მიზნების გათვალისწინებით, არაზუსტი მონაცემები უნდა გასწორდეს, წაიშალოს ან განადგურდეს გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე;
ე) მონაცემები შეიძლება შენახულ იქნეს მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად;
ვ) მონაცემების უსაფრთხოების დაცვის მიზნით მონაცემთა დამუშავებისას მიღებული უნდა იქნეს ისეთი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, რომლებიც სათანადოდ უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას;
3. მონაცემთა დამუშავების საფუძვლები:
ა) მონაცემთა სუბიექტის თანხმობა მის შესახებ მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე;
ბ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
გ) მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;
დ) მონაცემთა დამუშავება საჭიროა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
ე) კანონის თანახმად, მონაცემი საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა იგი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა;
ვ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის ან სხვა პირის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად, მათ შორის, ეპიდემიის მონიტორინგის ან/და მისი გავრცელების აღკვეთის, ჰუმანიტარული კრიზისების, ბუნებრივი და ადამიანის მოქმედებით გამოწვეული კატასტროფების სამართავად;
ზ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად;
თ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საჯარო ინტერესის სფეროსთვის მიკუთვნებული ამოცანების შესასრულებლად;
ი) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან მესამე პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად;
კ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად ( მისთვის მომსახურების გასაწევად).
4. მონაცემთა დამუშავება პირდაპირი მარკეტინგის მიზნით
მონაცემთა შეგროვების/მოპოვების საფუძვლისა და მათი ხელმისაწვდომობისა, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება შეიძლება მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის თანხმობით.
მონაცემთა სუბიექტის სახელის, გვარის, მისამართის, ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის გარდა, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით სხვა მონაცემთა დამუშავებისთვის აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა.
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირივალდებულია შეწყვიტოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება მონაცემთა სუბიექტის შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მონაცემთა სუბიექტს შესაძლებლობა ჰქონდეს, მოითხოვოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა იმავე ფორმით, რომლითაც პირდაპირი მარკეტინგი ხორციელდება, ან განსაზღვროს სხვა ხელმისაწვდომი და ადეკვატური საშუალება მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნისთვის.
5. მონაცემთა უსაფრთხოება:
კომპანიაში დაცულია მონაცემთა სუბიექტის პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა. მონაცემების უსაფრთხოების დაცვის მიზნით მონაცემთა დამუშავებისას მიღებულია ისეთი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, რომლებიც სათანადოდ უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას (მათ შორის უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, ვებ-გვერდზე დაკავშირება ხდება https-ის გამოყენებით, რომელიც წარმოადგენს http პროტოკოლის გაფართოებას. ასევე ვებ-გვერდზე დაცულია უსაფრთხოების დაუცველობის ტიპები (XSS, CSRF) ).
პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე წვდომა აქვთ ორგანიზაციის მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომელთაც აღნიშნული ესაჭიროებათ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.
თანხმობა
„Virtualstory.ge“ -ის ვებგვერდით სარგებლობა მიიჩნევა მომხმარებლის მიერ კონფიდენციალურობის პოლიტიკის, წესებისა და პირობების თაობაზე თანხმობად. შესაბამისად, „Virtualstory.ge“-ს მომხმარებელი ანიჭებს უფლებას დაამუშაოს, შეინახოს და გამოიყენოს მომხმარებლის მიერ მიწოდებული პერსონალური ხასიათის ინფორმაცია.
აღნიშნული ინფორმაცია „Virtualstory.ge“-ის მიერ გამოყენებული იქნება მომსახურების გაწევის მიზნებიდან გამომდინარე მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.
მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი
-
მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება;
-
კანონისმიერი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება;
-
მომხმარებლის მიერ წაყენებული პრეტენზიების აღმოფხვრა;
-
მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე გამოვლენილი აქტივობების მონიტორინგი;
-
განახლებული მონაცემების მომხმარებლებისათვის შეტყობინება;
-
მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;
-
მომხმარებლის მიერ უკუკავშირის დამყარება;
-
დანერგილი სიახლეების დატესტვა;
-
ვებგვერდზე ახალი პროდუქტებისა და სიახლეების დანერგვა;
-
მომხმარებლების იმ ჯგუფთა განსაზღვრა, რომელთათვის უნდა განხორციელდეს სიახლეების შეთავაზება;
-
მარკეტინგული და სხვა სახის აქტივობების განხორციელება;
-
მომხმარებლის მიერ განხორციელებული შესყიდვების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;
-
მომხმარებლის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე უფლებამოსილი მესამე პირისგან ინფორმაციის მიღება;
-
სისტემის არამართლზომიერი გამოყენების პრევენცია;
-
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულის პრევენცია;
-
სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოებისათვის მიწოდება;
-
კანონიერი ინტერესების დაცვა;
-
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მინიჭებული სხვა ლეგიტიმური მიზანი.
მომხმარებლის უფლებამოსილება
მომხმარებელს უფლება აქვს „Virtualstory.ge“ -ს მოსთხოვოს მონაცემთა დამუშავების შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
-
მონაცემთა დამუშავების მიზანი;
-
მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
-
რა გზით შეგროვდა მონაცემები;
-
გაიცა თუ არა მომხმარებლის შესახებ მონაცემები და თუ გაიცა ვისზე გაიცა, მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი;
მომხმარებლის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში „Virtualstory.ge“ ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით.
მომხმარებელი უფლებამოსილია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ან სასამართლოს.
მომხმარებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი მის მიერ „Virtualstory.ge“ -ისათვის მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებული მონაცემების განადგურება.
მომხმარებლის ვალდებულება
მომხმარებელი ვალდებულია „Virtualstory.ge“ -ს მის შესახებ მიაწოდოს სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია შემდგომში მომსახურების მიღების მიზნით. აღნიშნული ვალდებულება ასევე ვრცელდება მომხმარებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ცვლილებებზე.
ქოლ-ცენტრი
„Virtualstory.ge“ -ის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების, პრობლემის აღმოფხვრის, უკუკავშირისა და უსაფრთხოების მიზნით ხორციელდება შემომავალი და გამავალი ზარების ჩაწერა, შენახვა და დამუშავება.
„Virtualstory.ge“ -ის ვებგვერდის გამოყენების პირობები
მომხმარებლის მიერ „Virtualstory.ge“ -ის ვებგვერდის გამოყენებით მომხმარებელი აცხადებს თანხმობას „Virtualstory.ge“ -ის მიერ მისი პერსონალური მონაცემებისა და მზა ჩანაწერების (Cookies) შენახვასა და დამუშავებაზე.
მომხმარებელი ვალდებულია „Virtualstory.ge“ -ს მიაწოდოს სრული და სწორი ინფორმაცია, ცვლილების შემთხვევაში განაახლოს მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია.
არასრულწლოვანი პირი
„Virtualstory.ge“ მოკლებულია შესაძლებლობას გადაამოწმოს მომხმარებლის მიერ მითითებული ინფორმაციის უტყუარობა და სისწორე, მათ შორის, მომხმარებლის ასაკი. თუ ცნობილი გახდება, რომ ინფორმაციის მომწოდებელი პირი არ არის სრულწლოვანი, „Virtualstory.ge“ უფლებამოსილია არ გაითვალისწინოს არასრულწლოვანი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. თუ თქვენთვის ცნობილი გახდა, რომ „Virtualstory.ge“ -ზე რეგისტრირებული პირი არ არის სრულწლოვანი და არ აქვს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა ვებგვერდით სარგებლობასთან დაკავშირებით, გთხოვთ გვაცნობოთ აღნიშნულის თაობაზე.
მომხმარებლის მონაცემებს გაზიარება
პერსონალური მონაცემების გაზიარება ხორციელდება პარტნიორი საკურიერო მომსახურების გამწევი კომპანიებისათვის, რომლებიც უზრუნველყოფენ მომხმარებლისათვის შეძენილი პროდუქციის მიწოდებას მის მიერ მითითებულ მისამართზე. საკურიერო მომსახურების გამწევ პარტნიორ კომპანიებს მომხმარებლის შესახებ გადაეცემა შემდეგი სახის ინფორმაცია: შეკვეთის დეტალები, სახელი, გვარი, მისამართი და საკონტაქტო ნომერი. პარტნიორი საკურიერო კომპანიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ შეძენილი პროდუქციის მიწოდების მიზნით.
მომხმარებლის პერსონალური მონაცემების გაზიარება შესაძლებელია საჭირო გახდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დანაშაულის დადგენის, გამოძიების ან დანაშაულის აღკვეთის მიზნით.
მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, პირდაპირი მარკეტინგის გზით, სარეკლამო მასალების მოწოდების, მომხმარებლისათვის საინტერესო მომსახურების, პროდუქციის, სერვისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით „Virtualstory.ge“ -ს შეუძლია ისარგებლოს მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციით, კერძოდ, სახელით და ელ. ფოსტის მისამართით/ტელეფონის ნომრით.
„Virtualstory.ge“ უფლებამოსილია პერსონალური ინფორმაცია გაუზიაროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნებისმიერ მესამე პირს.
ლოგ ფაილები და cookies
„Virtualstory.ge“ სარგებლობს ლოგ ფაილების სტანდარტული პროცედურით. სხვა ვებგვერდების მსგავსად, „Virtualstory.ge“ იყენებს Cookies. ლოგ ფაილები და Cookies გამოიყენება იმისთვის რომ ვებგვერდმა შეინახოს ინფორმაცია მომხმარებლების ქცევის შესახებ და გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი. მათი მეშვეობით გენერირდება და გროვდება შემდეგი ინფორმაცია:
-
• IP მისამართი
-
• მოწყობილობის ტიპი
-
• ბრაუზერი
-
• ვებგვერდის ვიზიტის დრო, თარიღი და ხანგრძლივობა
-
• რომელი პლატფორმიდან გადმომისამართდა მომხმარებელი „Virtualstory.ge“-ის ვებგვერდზე
-
• ინფორმაცია „Virtualstory.ge“ -ის ვებგვერდზე განხორციელებული ქმედებების შესახებ - რა პროდუქტები მოინახულა მომხმარებელმა
ამ ინფორმაციით არ ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიცირება და წარმოადგენს ანალიტიკურ მონაცემებს.'
ამგვარი ინფორმაციის დამუშავების მიზანია:
-
• გავაანალიზოთ ტრენდები
-
• „Virtualstory.ge“ -მა მართოს ვებგვერდი
-
• აწარმოოს სტატისტიკა
-
• თვალი ადევნოს მომხმარებლების ქმედებებს ვებგვერდზე გამოცდილების შექმნის მიზნით
-
• ეფექტური მარკეტინგული აქტივობების შესამუშავებლად და განსახორციელებლად
-
• რჩევებისა და რეკომენდაციების მისაცემად
ვებგვერდის გამოყენების დაწყებისას მომხმარებელს აქვს საშუალება დაეთანხმოთ cookies. თუ მომხმარებელი არ დააჭერს შესაბამის ღილაკს და შეტყობინების მიუხედავად გააგრძელებს ვებგვერდით სარგებლობას, ამგვარი ქმედება ჩაითვლება მომხმარებლის მიერ თანხმობად.
Cookie-ს პარამეტრების ცვლილება შესაძლებელია ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით.
მონაცემების მიღება
„Virtualstory.ge“ ინფორმაციას იღებს შემდეგი წყაროებიდან:
-
• როდესაც მომხმარებელი ავსებს ვებგვერდის სარეგისტრაციო ფორმას
-
• როდესაც კომუნიკაცია ხდება ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით
-
• როდესაც მომხმარებელი იყენებს „Virtualstory.ge“ -ის ვებგვერდს და ჩატს
რა სახის მონაცემები მუშავდება
ვებგვერდზე რეგისტრაციისას მომხმარებელი უთითებს შემდეგ ინფორმაციას:
რეგისტრაციისთვის აუცილებელია აღნიშნული ინფორმაციის მითითება, რომლის გარეშე მომხმარებელი ვერ განახორციელებს ვებგვერდზე რეგისტრაციას.
პროდუქციის შერჩევის შემდგომ მომხმარებელი ანგარიშსწორების მიზნით გადამისამართდება ბანკის ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უთითებს მისი ბარათის მონაცემებს და ადასტურებს გადარიცხვას. „Virtualstory.ge“ -ს არ აქვს წვდომა მომხმარებლის საბანკო ბარათის მონაცემებზე. „Virtualstory.ge“ იღებს ინფორმაციას მომხმარებლის მიერ ანგარიშსწორების შესახებ.
კონფიდენციალური მონაცემების შენახვის ვადა
„Virtualstory.ge“ პასუხისმგებლობას იღებს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების საიდუმლოებასა და უსაფრთხოებაზე.
მომხმარებლის შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციას „Virtualstory.ge“ ინახავს კანონმდებლობით და წინამდებარე პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისათვის საჭირო ვადით.
უსაფრთხოება
„Virtualstory.ge“ -ისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის მიერ მიწოდებული კონფიდენციალური ხასიათის ინფორმაციის დაცვა. მომხმარებლის პირადი პროფილი ხელმისაწვდომია მხოლოდ მის მიერ შერჩეული მომხმარებლის სახელისა და ფასვორდის საშუალებით. გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია არ გაანდოთ მესამე პირებს. წინააღმდეგ შემთხვევაში „Virtualstory.ge“ იხსნის სრულ პასუხისმგებლობას.
„Virtualstory.ge“ მიმართავს ყველა ზომას მომხმარებლის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მიზნით, თუმცა არ იღებს პასუხისმგებლობას და არ იძლევა გარანტიას მესამე პირების ქმედებებზე, რომლებიც ახორციელებენ კანონსაწინააღმდეგო შეღწევას „Virtualstory.ge“ -ის სერვერებზე.
მესამე მხარე
„Virtualstory.ge“ იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას სხვა ვებგვერდებთან მიმართებით, რომლებიც შესაძლებელია გარე ბმულის სახით განთავსებული იყოს „Virtualstory.ge“ -ის ვებგვერდზე. სხვა ვებგვერდის კონფიდენციალურობის პოლიტიკა შესაძლოა განსხვავდებოდეს წინამდებარე პოლიტიკისგან. შესაბამისად, „Virtualstory.ge“ მოგიწოდებთ გაეცნოთ გარე ბმულის სახით მითითებული ვებგვერდის გამოყენების პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
ცვლილებები და დამატებები
შესაძლებელია წინამდებარე დოკუმენტში განხორციელდეს ცვლილებები და დამატებები. ცვლილებების ან დამატებების შეტანის შემთხვევაში მომხმარებელი მიიღებს პირად შეტყობინებას ან გამოქვეყნდება ვებგვერდზე.
ცვლილებები და დამატებები ძალაში შედის „Virtualstory.ge“ -ის მიერ მომხმარებლისათვის პირადი შეტყობინების გაგზავნის ან ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ. ცვლილებებისა და დამატებების ძალაში შესვლის შემდგომ, მომხმარებლის მიერ ვებგვერდით სარგებლობა განხილული იქნება როგორც შეცვლილ პირობებზე თანხმობა.
დაბრუნების პირობები
დაბრუნების პირობები წარმოადგენს ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს. ვებგვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებზე დათანხმებისას თქვენ ეთანხმებით წინამდებარე დაბრუნების პირობებსაც.
„Virtualstory.ge“ პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკის გათვალისწინებით, გაძლევთ შესაძლებლობას უკან დააბრუნოთ შეძენილი პროდუქტი, თუ:
A. უბრალოდ გადაიფიქრეთ შეძენა. არ ვრცელდება შემდეგ შემთხვევებზე თუ:
• შეძენილი პროდუქტი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს;
• პროდუქტი ჰერმეტულად დაცული საქონელია, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და ამდენად პროდუქტის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო;
• მიწოდებული პროდუქტი მიწოდების დროს მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა პროდუქტს;
• პროდუქტი არის დალუქული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი ან პროგრამული უზრუნველყოფა და მისი ლუქი მიწოდების შემდეგ დაირღვა;
• პროდუქტის ღირებულება არ აღემატება 30 ლარს;
• მომხმარებლის მიერ დარღვეულია პროდუქტის შეფუთვის მთლიანობა (ყუთი, პარკი, ლუქი);
• პროდუქტზე აღინიშნება გამოყენების კვალი;
• პროდუქტი ჰიგიენური ხასიათის საგანია;
• პროდუქტს არ ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი.
B. „Virtualstory.ge“ - მა არ შეასრულა ვალდებულება:
• პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებგვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;
• პროდუქტი დაზიანებულია;
C. პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი.
საფუძვლის მითითების გარეშე მომხმარებელს შეუძლია ხელშეკრულებაზე უარის თქმა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
D. დაუშვებელია პროდუქტის უკან დაბრუნება თუ იგი წარმოადგენს პროგრამას, აპლიკაციას, კომპიუტერულ თამაშს ან სხვა ციფრულ მექანიზმს.
რამდენ დღეში შემიძლია ნივთის დაბრუნება?
• პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, საჭიროა პროდუქტის მიღებიდან 14 დღის განმავლობაში დააფიქსიროთ მოთხოვნა. წინამდებარე პროდუქტის დაბრუნების ვადა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში თუ ნასყიდობის საგანია პროგრამა, აპლიკაცია, კომპიუტერული თამაში და სხვა ციფრული მექანიზმი.
როგორ უნდა დავაფიქსირო მოთხოვნა პროდუქტის დაბრუნება/გადაცვლაზე?
• შეგიძლიათ განაცხადოთ მოთხოვნა წერილობითი სახით
რა პროცედურა უნდა დავიცვა თანხის ანაზღაურებისთვის?
• თუ გსურთ პროდუქტის დაბრუნება, საჭიროა პროდუქტს ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში. საგარანტიო ფურცელი, ტექნიკური პასპორტი, ნივთზე თანმხლები სხვა დოკუმენტები, ნივთის დაუზიანებელი ყუთი, აქსესუარები და სხვა.
ქარხნული წუნის 14 დღის შემდგომ აღმოჩენის შემთხვევაში, უნდა მიმართოთ პირდაპირ შესაბამის სერვის ცენტრს, რომელიც აღნიშნულია საგარანტიო დოკუმენტში.
რამდენ დღეში მოხდება პროდუქტის დაბრუნება?
• თბილისის მასშტაბით ნივთის დაბრუნება მოხდება განაცხადის დაფიქსირებიდან მაქსიმუმ 24 საათში
• დიდი და პატარა რეგიონების შემთხვევაში, ნივთის დაბრუნება მოხდება განაცხადის დაფიქსირებიდან 5 სამუშაო დღეში. მაღალმთიანი რეგიონის შემთხვევაში, 7-10 სამუშაო დღეში.
• „Virtualstory.ge“ -ის წარმომადგენლები განაცხადის მიღებიდან მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებიან ნივთის დაბრუნების პროცედურასთან დაკავშირებით.
როგორ მოხდება თანხის ანაზღაურება?
„Virtualstory.ge“ ნივთის უკან დაბრუნების შემდეგ, 24 საათის განმავლობაში, შეგატყობინებთ გადაწყვეტილებას პროდუქტის ანაზღაურება/უკან დაბრუნების სტატუსის შესახებ.
ქარხნული წუნის შემთხვევაში, თანხის უკან დაბრუნების ან ნივთის ჩანაცვლების შესახებ გადაწყვეტილებას გაიგებთ 5 დღის განმავლობაში.
დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში თანხის ანაზღაურება მოხდება შეტყობინების მიღებიდან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღეში.
უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ნივთი დაგიბრუნდებათ უკან
როგორ მოხდება დაბრუნებული პროდუქტის თანხის ანაზღაურება?
• თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, მომხმარებელს იმ საბარათო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, რომლითაც განხორციელდა ნივთის შესყიდვა.